113 ათასი ლარი ხულოს საბაგიროს შენობის რეაბილიტაციისთვის

09 თებერვალი 2021, 11:45 1020 ნახვა

ხულო თაგოს საბაგირო გზის შენობის რეაბილიტაციისთვის 113 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერი 10 დღეში სრულდება. პროექტის მიხედვით  გათვალისწინებულია ფასადის, კიბის, სახურავის, კარფანჯრების და მოაჯირის შეცვლა. საბაგირო გზა ერთ წელზე მეტია რაც არ მუშაობს. გასულ წელს  რეაბილიტაცია მხოლოდ ბაგირს  ჩაუტარდა.  1700 მეტრიანი საბაგიროს გზა სოფელ თაგოს ცენტრთან აკავშირებს. 2021 წელს ხულოში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ჯამში, 4 მილიონი მილიონი ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი