გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 172 პაციენტი, მძიმეა 48 პირის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 6.
რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 128 პირი, საკარანტინე სივრცეებშია 119.