პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობას - პოლიციამ აქციაზე იარაღი და "დუბინკები" ამოიღო

07 თებერვალი 2021, 18:25 1031 ნახვა

აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამახვანში ჰესის აშენებას კვლავ აპროტესტებენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქცია მასშტაბური იქნება - დემონსტრანტებს მთელი საქართველოდან ელოდებიან. ისინი რიონის ხეობიდან კომპანია ენკას გასვლას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ჰესის აშენება მთელ დასავლეთ საქართველოს შეუქმნის საფრთხეს.

ასევე 2 თებერვალს აქციის დაშლას და ჰესის ტერიტორიაზე მათ მიერ დამაგრებული ჯვრის დემონტაჟსაც აპროტესტებენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი