,,ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“- ასე ეხმაურება სუს-ი ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლივების ფაქტი საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ქმედებად და პროვოკაციული გადაწყვეტილებად შეფასდა.
ოფიციალური უწყებებში აცახდებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერით აგრძელებენ და იყენებენ ყველა არსებულ მექანიზმს იმისთვის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს ოჯახს.