სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით. მათ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.