საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება. თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე მოქალაქეები მიიღებიან. მათ გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი. სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთ სხვადასხვა კურსზე. რიგითის ხელფასი 1050 ლარია, რაც იზრდება წოდების მიხედვით.