კორონავირუსის 4 ათასი მუტანტი ვირუსია მშოფლიოში

04 თებერვალი 2021, 17:48 1169 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსის 4 ათასი მუტირებული ვარიანტი არსებობს - აცხადებს  დიდ ბრიტანეთის  ბიზნესის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე ნადიმ ზაჰავი. ჩინოვნიკის თქმით,  ათასობით ვარიანტი უკვე  დაფიქსირებულია როგორც  მუტანტი შტამები, მათ შორისაა ეგრეთწოდებული ბრიტანული, სამხრეთ ამერიკული და ბრაზილიური შტამები, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. 

ზაჰავის ვარაუდით, მსოფლიო ბაზარზე დღეს  არსებული ვაქცინები კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ  ნაკლებად ეფექტურია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში