გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 22 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 847 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა კიდევ 9 პაციენტმა. კრიტიკულად იმყოფება 6.
ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს - 184 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში - 122 , ონლაინ კლინიკაში - 197.