საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის მიმდებარედ ერთი ადამიანი დააკავეს - სუსი

03 თებერვალი 2021, 15:41 993 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ამავე სოფლის მკვიდრის დაკავებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გააქტიურა.  ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

''მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი. საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.

არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით'' - წერია ინფრომაციაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი