ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია სრულად უჭერს მხარს უკრაინის ჟურნალისტთა კავშირის განცხადებას, რომელიც უკრაინული ტელეარხების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას უწოდებს. ამის შესახებ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. მანამდე უკრაინის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სანქციების შესახებ კავშირი საერთაშორისო პარტნიორებს, ეუთოსა და ჟურნალისტების ევროპულ ასოციაციას შეატყობინებდა. უკრაინის პრეზიდენტმა სამშაბათს 5 წლის ვადით სანქციები დაუწესა ტელეარხებს -უკრაინა 112, ნიუსუანსა და ზიკს, ასევე ოპოზიციონერ დეპუტატ ტარას კოზაკს, რომელიც ამ არხების მფლობელია. ეს ტელეარხები ოპოზიციურია და მათ ეთერში ხშირად ფრაქცია „ოპოზიციური პლათფორმა- სიცოცლისთვის“ დეპუტატები გამოდიან.დაწესებული სანქციები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის აღკვეთას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, საქმიანობის ლიცენზიების გაუქმებას ან შეჩერებას, რადიოსიხშირის გამოყენების აკრძალვას, რეტრანსლირებიას და ტელესაკომუნიკაციო მომსახურების გაწევის აკრძალვას და სხვა.