ჯიხანჯურის საკარანტინე ზონად გამოცხადებას მოსახლეობა აპროტესტებს 

03 თებერვალი 2021, 12:04 2013 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში დაფიქსირებული ცოფის შემთხვევის გამო, ამავე და კიდევ რამდენიმე სოფელში ცხოველთა ვაქცინაცია დაიწყო.ჯიხანჯურში კი კვლავ კარანტინი რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ 60 დღის განმავლობაში ამ სოფლების მცხოვრებლებს ეკრძალებათ ხორცპროდუქტებისა და რძის ნაწარმის გაყიდვა,ასევე საკუთარი ეზოებიდან შინაური ცხოველების  გარეთ  გაყვანა  და მსხილფეხა პირუტყვის საძოვარზე გაშვებაც.  საკარანტინო შეზღუდვები არ ეხება მოქალაქეების გადაადგილებას. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა, ამიტომ მათ კითხვები აქვთ, ვინ აუნაზღაურებს ზარალს. მერმა პირველი კომენტარი დღეს გააკეთა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი