საპროტესტო აქცია ელექტროენერგიის მოთხოვნით

01 თებერვალი 2021, 14:36 889 ნახვა

ჩაქვში, მეშვიდე დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა დღეს დენის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი თქმით აქ 35-მდე ოჯახი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე ცხოვრობს, სადაც კაპიტალური სახლები აქვთ ჩადგმული. ისინი აქ უკვე წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მიუხედავად არაერთი შეპირებისა, დენი არ მიეწოდებათ. ამ ოჯახებში 40-მდე სკოლის მოსწავლე ცხოვრობს და მათ არ ეძლევათ დისტანციურად სწავლის საშუალება. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ ეს პრობლემა წლების განმავლობაში დგას და ენერგოკომპანია ენერგოპრო ჯორჯია ამ მოქალაქეების აბონენტად აყვანას იმიტომ ვერ ახერხებს, რომ საკუთრების უფლება არა აქვთ. მერის თქმით ამ თემაზე აქტიურად მუსაობენ და უახლოეს მომავალში შეძლებენ მის მოგვარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში