აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნა

01 თებერვალი 2021, 14:34 1193 ნახვა

აჭარა ერთადერთი რეგიონია, სადაც დღეიდან კვების ობიექტებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა კონკრეტული პირობით, მომხმარებლები  არ უნდა მიიღონ  დახურულ სივრცეში. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუშავებენ მხოლოდ ის რესტორნები და კაფეები, რომლებსაც შეუძლიათ სტუმარი ღია სივრცეში განათავსონ. შაბათ-კვირას  მუშაობა კი საერთოდ ეკრძალებათ. ობიექტების მფლობელების ნაწილი აცხდებს, რომ მათ დაბრკოლებას უქმნის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, რადგანაც როგორც გვითხრეს სწორედ 21 საათიდან არის რესტორნები დატვირთული.   რას ამბობენ  შეზღუდვების შემსუბუქების პირველ დღეს, რა მოლოდინი აქვთ და განაახლეს თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე კვების ობიექტებმა მუშაობა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი