ხვალიდან ბათუმში, ზუგდიდში,გორში, ფოთში, თელავსა და თბილისში იხსნება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე რეგულაციების შემსუბუქება განსაკუთრებით აჭარას შეეხო, იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, პირველი თებერვლიდან მხოლოდ აჭარაში ამუშავდება კვების ობიექტები, თუმცა სტუმრების მიღებას კაფე რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ. რაც შეეხება სხვა სერვისებს.
ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს. მათ შორის პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა. ხვალიდან საქართველოში აღდგება რეგულარული ფრენებიც. კიდევ ერთი რეგულაციის მოხსნა პენიტენციურ დაწესებულებას უკავშირდება, ხვალიდან აქ ხანმოკლე პაემნის უფლებით ისარგებლებენ.