საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 12 700 ტესტიდან კი კოვიდ 19-ი, 479 ადამიანს დაუდასტურდა. კვლავ მაღალია ინფიცირების რიცხვი თბილისში. დედაქალაქში გვაქვს ვირუსით ინფიცირების 191 შემთხვევა, აჭარაში 25.
რეგიონის კლინიკებში მკურნალობას 199 ადამიანი გადის. რაც შეეხება მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მისი შვილი, ქეთი წიკლაური ავრცელებს.