მთავრობისთვის მიცემული ვადა ხვალ იწურება

31 იანვარი 2021, 12:30 1169 ნახვა

რესტორნების მფლობელები ხელისუფლებას ქვეყნის გახსნის მოთხოვნით ვადას ხვალამდე აძლევენ.  წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან.  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით უკვე რამდენჯერმე გამართეს აქცია.

მათი თქმით ისინი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და  ამ  მძიმე კრიზისის ფონზე თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვება უწევთ. ბოიკოტის ნიშნად გუშინ გაფიცვა მოაწყვეს  და 24 საათით ონლაინ მუშაობა შეწყვიტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი