ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად 12 წლამდე გოგო დაშავდა. ის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შენობა, რომელიც ჩამოინგრა ავარიული იყო და იქ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით დაზარალებულ ოჯახს მერია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.