ეროვნული ლიგა 27 თებერვალს დაიწყება

28 იანვარი 2021, 12:19 975 ნახვა

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 27 თებერვალს განახლდება. 27-ში პირველ ტურს 18:00 საათზე "დინამო" თბილისის და  ‘’სამგურალის’’ მატჩი გახსნის.

ეროვნული ლიგის ვიცე ჩემპიონი ბათუმის "დინამო" პირველ ტურში გასვლაზე ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ ესტუმრება. ეს შეხვედრა 27 თებერვალს 20:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ლიგაში აღზევებული ქობულეთის "შუქურა" 28 თებერვალს, გორში, გასვლაზე ‘’დილას’’ დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

5 მარტს, მეორე ტურში კი აჭარული დერბი გაიმართება - ბათუმის ‘’დინამო’’ ქობულეთის ‘’შუქურას’’ მიიღებს, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე მოცემული ინფორმაციიდან ირკვევა, ბათუმის ‘’დინამოს’’ ეს საშინაო შეხვედრა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


ბათუმის დინამოს პირველი წლის კალენდარი:


ქუთაისის ‘’ტორპედო’’ - ბათუმის "დინამო" - 27 თებერვალი 20:00 საათი

ბათუმის "დინამო'' - ’’ ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - 5 მარტი 18:00 საათი

"დინამო'' თბილისი - ბათუმის "დინამო" - 10 მარტი 15:00 საათი

ბათუმის ''დინამო'' - ‘’სამტრედია’’ - 14 მარტი

‘’საბურთალო’’ - ბათუმის "დინამო" - 20 მარტი

ბათუმის "დინამო" - ‘’ლოკომიტივი’’ - 3 აპრილი

"თელავი'' - ბათუმის "დინამო"  - 7 აპრილი

ბათუმის ‘’დინამო’’ - "სამგურალი" - 11 აპრილი

გორის "დილა" - ბათუმის "დინამო" - 17 აპრილი


ქობულეთის შუქურას პირველი წლის კალენდარი:


გორის "დილა’’ - "ქობულეთის ‘’შუქურა’’ - 28 თებერვალი 18:00 საათი

ბათუმის "დინამო" - ’’ ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - 5 მარტი 18:00 საათი

,,ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - ‘’სამტრედია’’  - 10 მარტი (ზესტაფონი)

‘’ლოკომოტივი’’ -  ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - 14 მარტი

 ,,ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - ‘’სამგურალი’’ - 20 მარტი

‘’ტორპედო’’ -  ,,ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - 3 აპრილი

 ,,ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - თბილისის "დინამო" - 7 აპრილი

‘’საბურთალო’’ -  ,,ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - 11 აპრილი

 ,,ქობულეთის  ‘’შუქურა’’ - ‘’თელავი’’ - 17 აპრილი

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში