ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 79 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით რეგიონში covid-19 34 539 მოქალაქემ დაამარცხა.
გუშინ, კლინიკა დატოვა 10-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 3 პირი.
კლინიკაში მკურნალობს 203 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში - 108, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 302 მოქალაქე.