ბათუმში 800 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

25 იანვარი 2021, 13:17 8007 ნახვა

ბათუმში 800 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ,,სოკარ ჯორჯია’’ გაზში განმარტავენ , რომ  გათიშვის  მიზეზი საღამოს ცოტნე დადიანის ქუჩის კვეთაში მომხდარი ავარიაა.   

ანტონ ბარამიძის თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი  გაზის მილს დაეჯახა. აბონენტებს უსაფრთხოების მიზნით კი აირის მიწოდება შეუზღუდეს. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი