ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-90 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში-კი 30-50 სანტიმეტრია.
მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთი გაწმენდილი არ არის, რაც გადაადგილებას აფერხებს.
ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა მახუნცეთის მოსახლეობას, ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ჯგუფები შემთხვევის ადგილას მუშაობენ.
ქედის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 11 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.