საფრთხეში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი. დაზიანებული სახურავიდან ჩასულმა წყალმა და ნესტმა ფრესკები დააზიანა. კომპანიები, რომლებმაც სამუშაოები შეასრულეს 12-12 ათასი ლარით დააჯარიმეს, სამუშაო პროცესი კი ახლა, „ბაგინეთი პლიუსმა“ გადაიბარა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ტაძრის დაზიანებულ დასავლეთ მხარეს გადახურავს კომპანია, რომელმაც თავის დროზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა.