ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის თარიღი კვლავ უცნობია

20 იანვარი 2021, 14:56 1838 ნახვა

ბარცხანის ხიდი კვლავ ავარიულია. ხიდზე ორმულების გამო გადაადგილება კარგ ამინდშიც გართულებულია. თოვლის გამო კი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. დაზიანებულია ხიდის ბურჯები და სავალი ნაწილი. სამჯერ გამოცხადებული და არ შემდგარი ტენდერის შემდეგ უცნობია მერია ახალ ტენდერს როდის გამოაცხადებს. როგორც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ,  პროექტი უკვე შეძენილია. ამბობენ, რომ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გასულ წელს  სატენდერო თანხა  მილიონ 69 ათას 100 ლარი იყო.  სამუშაოების დასრულების ვადად კი, 2021 წლის 1-ლი ნოემბერი იყო განსაზღვრული, მაგრამ ტენდერი მესამედაც არ შედგა,  მანამდე  2019 წელს ორჯერ გამოაცხადა ტენდერი – საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. მერიამ ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, მოგვიანებით კი მასში ცვლილებები შეიტანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი