პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება. გეგმის შემუშავების დავალება დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერმა ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს მისცა. თავდაპირველად ბაზრობები და მოლები გაიხსნება და იქ დასაქმებულებს ტესტირება ჩაუტარდებათ.
კონკრეტულად კი ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა 2 დღეში შემუშავდება. დაწესებულმა შეზღუდვებმა სარესტორნო ბიზნესიც არანაკლებ დააზარალა, სექტორი ახლა კრიზისის განმუხტვის მოლოდინშია.