აშშ-ის კონგრესის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ბრალდებების განხილვას ბაიდენის ინაუგურაციიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყებს.თუ ზედა პალატის 100-ვე წევრი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ტრადიციის მიხედვით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურცია 20 იანვარს კაპიტოლიუმის საფეხურებთან ადგილობრივი დროით ზუსტად 12 საათზე დაიწყება.