სკოლების გახსნისთვის აუცილებელია ინფიცირების 3%-იანი მაჩვენებელი - თამარ გაბუნია

15 იანვარი 2021, 16:28 1283 ნახვა

ინფიცირების მაჩვენებლით, 3%-ზე უნდა ვიყოთ, რომ ისეთი ტიპის დაწესებულებების აღდგენაზე ვისაუბროთ, რომლებშიც ინფიცირების რისკი მაღალია  - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

,,რაც შეეხება სკოლებში სწავლის აღდგენის პროცესს, 5% დადებითობის მაჩვენებელი არის, ის როდესაც  სკოლებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირიქით, წყდება სწავლა ანუ რისკის მაჩვენებელია, ჩვენ ჯერ ამ 5%-ს ვერ მივაღწიეთ. მართალია,  ქვემოთ მოდის დადებითობის მაჩვენებელი, ამ დილას უკვე ჩამოცდა 8%-ს, მაგრამ 5% არის სასურველი ნიშნული. უსაფრთხო გახსნისთვის კი 3%-ზე უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებში, რომლებშიც ინფიცირების რისკი მაღალია აღდგენაზე ვილაპარაკოთ" - აცხადებს თამარ გაბუნია 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი