ამ დრომდე ჩოხატაურში, მერიასთან რჩებიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები.სოფელში სიმშვიდეა, თუმცა ისინი უნდობლობას უცხადებენ გუშინ მიღწეულ შეთანხმებას და ითხოვენ კიდევ ერთხელ იმსჯელონ საკითხზე, პროცესში კი რელიგიური ლიდერები ჩაერთონ. გუშინ მხარეებს შორის რამდენიმე საათი გაგრძელდა მოლაპარაკებები. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, რომლის შემდეგაც გაკეთდა ჟურნალისტებთან განცხადებები. ითქვა, რომ სოფელში იქნება სიმშვიდე და მუსლიმებს ლოცვაში ხელს არავინ შეუშლის. სოფელ ბუკნარში მეზობლებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე 12 იანვარს საღამოს მოხდა, რის გამოც დაკავებულია ერთი ადგილობრივი, ორი კი დაპირისპირების დროს დაშავდა. მუსლიმი თემი ამტკიცებს, რომ მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ სოფელში მცხოვრები მართმადიდებლები, რასაც უარყოფენ ბრალდების ადრესატები და ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ ახალი სალოცავის მშენებლობას