ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰას მასტერსზე 5 მედალი მოიპოვა

14 იანვარი 2021, 11:56 1094 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰას მასტერსი 5 მედლით დაასრულა და გუნდურ ასპარეზობაში მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიგეს. მესამე საჭიდაო დღეს ბრინჯაოს მედალს ლაშა ბექაური დაეუფლა, რომელმაც ზგანკს შიდოების ხარჯზე აჯობა და საქართველოს მეორე ბრინჯაო მოუტანა. ვარლამ  ლიპარტელიანმა კი ფინალში ზელიმ კოცევს ვაზარით აჯობა და მასტერსის ოქრო მესამედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი აღიარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში