გადაადგილების პრობლემა და მგზავრობის გაზრდილი ტარიფი

13 იანვარი 2021, 14:40 1548 ნახვა

საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენას ითხოვენ ბათუმი ქობულეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები და მოსახლეობა. მოქალაქეების თქმით, ამ დრომდე დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობს ე.წ. ,,მინივენები“, რომლითაც ერთდროულად 6 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. 

მათი თქმით, ძვირია მგზავრობის ფასი. მოსახლეობის თქმით,  მგზავრობა  2-დან 5 ლარამდე  უჯდებათ. ამბობენ, რომ  ძვირია ტაქსით მგზავრობაც.  ითხოვენ დღის განმავლობაში ორჯერ, დილით და საღამოს იმოძრავოს მიკროავტობუსმა, ფასების დარეგულირებით.  მძღოლები სატელევიზო კომენტარს არ აკეთებენ. გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი კი პირად საუბარში განმარტავს, რომ ე.წ. მინივენები მის კომპანიას არ ეკუთვნის, მიმართავს შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესდნენ და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები გაატარონ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი