ერდოღანის ინიციატივა

12 იანვარი 2021, 17:06 1010 ნახვა

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებით შეიძლება იმ სიცარიელის შევსება, რომელიც ბლოკიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გაჩნდა.  ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის  სრულუფლებიან  წევრად  მიღება ბლოკისთვის ონტოლოგიური არჩევანი იქნებოდა - აღნიშნა ერდოღანმა.  მისი თქმით,  ევროკავშირში თურქეთის მიღება ბრექსიტის შემდგომ მზარდი გაურკვევლობის დაძლევას შეუწყობდა ხელს. 

2021 წლის პირველ იანვარს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გარდამავალი პერიოდი დასრულდა. მხარეებს შორის თანამშრომლობისა და ვაჭრობის შესახებ  შეთანხმება ამოქმედდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი