ხანძარი გაგრაში

10 იანვარი 2021, 15:05 800 ნახვა

გაგრაში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი რუსული მედიის ცნობით, გაგრისა და გაგროს რაიონის დაცვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის შტაბის უფროსის განცხადებით იწვის ტყის ტერიტორია და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.

დავით ბგანბას ინფორმაციით, გუშინ მოსულმა ნალექმა ხანძარი ვერ ჩააქრო, თუმცა გავრცელების მასშტაბები შეამცირა.ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს მეექვსე დღეა ებრძვიან.ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველი რამდენიმე კერა 4 იანვარს გალის, გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში გაჩნდა. 6 იანვარს კი ხანძრის ძლიერი კერები  უკვე გაგრის რაიონში გაჩნდა, სადაც ტყე ამ დრომდე იწვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი