აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა

06 იანვარი 2021, 11:01 1032 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე  რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 359 მოქალაქე მკურნალობს, მძიმე პაციენტია 92, ხოლო  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 18.

ქვეყნის მასშტაბით, 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 455-აჭარაში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში 14 703 პირი, აჭარაში კი 1 958. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში