კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო - თამარ გაბუნია

05 იანვარი 2021, 12:04 784 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გუშინ საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ ბრიტანული შტამი დაფიქსირდა. თამარ გაბუნიას განმარტებით იგი კლინიკურად იგივე სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა მეტად სწრაფად ვრცელდება და ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

"გუშინ დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი, სახეცვლილი შტამი. ის კლინიკურად იგივე სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ რაც ამ ეტაპზეა ცნობილი, ის მეტად სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო, როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე დაწესებული წესების დაცვის მხრივ.

ერთი შემთხვევის ყველა კონტაქტი შესწავლილია და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ჯგუფს მეტად აზარალებს ეს შტამი, ამაზე რაიმე დასაბუთებული კვლევა ჯერ არ არსებობს. გარკვეული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შტამი ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას მეტად აზარალებს გამოითქვა, თუმცა დადასტურებით ამის თქმა არ შეიძლება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში