კვლევები არ მიუთითებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო საშიშია ბავშვებში 

05 იანვარი 2021, 11:51 1648 ნახვა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე ჩატარებული კვლევებით არ დასტურდება, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული მუტაცია გახდა უფრო მეტად საშიში და ორიენტირებული ბავშვებზე.

ივანე ჩხაიძის თქმით, მას მაღალი გადამდებლობა ახასიათებს და შესაბამისად შემთხვევების მატებას გამოიწვევს ბავშვებშიც.

''ეს არის ვირუსის მუტაცია, რომელიც ახლა გახდა აქტუალური. მუტაცია არ გახლავთ იშვიათი მოვლენა, ითვლება, რომ თვის განმავლობაში კორონავირუსმა მინიმუმ ორი მუტაცია განიცადოს. მათ შორის რამდენიმე აღმოჩნდა საყურადღებო. ერთ-ერთი არის ე.წ. ბრიტანული ვირუსი. 117 ტიპის ვირუსი, რომელსაც ჩვენ სექტემბრიდან ვაფიქსირებთ დიდ ბრიტანეთში. 

დღეისთვის სულ 4 მუტაციაა ცნობილი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ცვლილება, რომელიც ძირითადად გადამდებლობას ეხება. 

ბრიტანულ ვირუსთან დაკავშირებით არის სხვადასხვა მოსაზრება, 40-დან 60%-მდე საზღვრებშია, ის უფრო მეტად გადამდებია ვიდრე ჩვეულებრივი კორონავირუსი.

გადამდებია, მაგრამ ფაქტი, რომ ის არის მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება. დღეისათვის ჩატარებული კვლევებით, ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არის.

თუ ეს ვირუსი მიმდინარეობს როგორც გაციების გამომწვევი ვირუსი და კლინიკური ნიშნები არის მხოლოდ და მხოლოდ გაციება, ეს პირიქით, ითვლება რომ არის ძალიან  კარგი. ბევრი ადამიანი გახდება ავად მაგრამ მსუბუქი ფორმით, გაციების ფორმით. ეს კი მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის თვალსაზრისით, ამ ადამიანებს ექნებათ ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ. ისინი ავად არ გახდებიან და შესაბამისად ეს არის კარგი სცენარი ახალ შტამთან დაკავშირებით, თუ მისი მიმდინარეობა იქნება მსუბუქი. 

უფრო მეტი გადამდებლობა შეიძლება თუ არა გამოიხატოს მეტ ლეტალობაში ჯერ ინფორმაცია არ არის'' - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი