აჭარაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

01 იანვარი 2021, 12:16 1059 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდ მიმღებ კლინიკებში 397 პაციენტი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 91, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25 პირი.

კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 457 ადამიანი, ხოლო საკარანტინო სივრცეებში 72 მოქალაქე რჩება. 

ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 946 პირი, აჭარაში – 2 800, იმერეთში – 3 382.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში