თურქეთის საგარეო სამინისტრო: სომხეთმა სამმხრივი დეკლარაცია დაარღვია

29 დეკემბერი 2020, 11:49 974 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული სამხედრო ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმების აშკარა დარღვევაა. მათი ინფორმაციით, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა თავდასხმები 26 ნოემბერს, 8, 11 და 27 დეკემბერს განახორციელა, რის შედეგად დაიჭრნენ და დაიღუპნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები. „სომხური დაჯგუფებების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სომხეთს, როგორც სამმხრივი დეკლარაციის ხელმომწერს, ეკისრება- აღნიშნავს  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება ხაზს უსვამს, რომ სომხეთმა უნდა მიიღოს რეალობა და სამმხრივი დეკლარაციით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი