მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში

24 ოქტომბერი 2016, 00:00 3053 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცესკო-ს ცნობით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ -  44 მანდატი მოიპოვა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27, „დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციამ“ - 6 მანდატი;  რაც შეეხება  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს  - კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. მეორე ტურები მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე  კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება შეტანილი. 

ამავე კატეგორიაში