გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსი კიდევ 284-მა პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცვალა 3.
აჭარის მასშტაბით 24 საათში კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა, კრიტიკულია 30-ის მდგომარეობა.
ამ ეტაპზე კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 479 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში-497, ონლაინ კლინიკებში 1410.