სომხეთის ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია

26 დეკემბერი 2020, 14:42 1063 ნახვა

სომხეთის ოპოზიციისთვის  ვადამდელი არჩევნების შესახებ პრემიერ-მინისტრის შეთავაზება მიუღებელია.  პარტია „დაშნაკცუტუნის“ წევრის, იშხან საგათელიანის თქმით,  „დღევანდელ დღეზე ჯერ კიდევ 5 დეკემბერს საუბრობდა. ქვეყნის ნომერ პირველი ბოროტება ადმინისტრაციული რესურსებით შეეცდება ვადამდელი არჩვენების ორგანიზებას, რათა ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ეს ვარიანტი მიუღებელია. მოღალატის მოშორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რის შემდეგაც სომეხ ერს ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნები“, – აცხადებს საგათელიანი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს და 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი