უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

23 დეკემბერი 2020, 15:44 919 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე   რესპუბლიკურ  ბიუჯეტში ცვლილებები 13 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცა. თავი შეიკავა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ირაკლი ჩავლეიშვილმა განმარტა, რომ მას ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღია.  მომხსენებელი  უმაღლეს საბჭოში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  იყო. ჯაბა ფუტკარაძის   განმარტებით  ცვლილებები შეეხო ისეთ ღონისძიებებს რომელთა ჩატარება პანდემიის გამო შეუძლებელი იყო. ასევე შემოსავლები შემცირდა დაწესებულებებისთვის რომლ3ბმაც პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების პირობებში სრულფასოვანი მუშაობა ვერ შეძლეს.  ძირითადი თანხა ათვისებულია ისეთ  პროექტებში როგორიცაა მაჭახლის ხეობაში "ეთნო სოფლის" მშენებლობა, ოცნების ქალაქში ბინების  მშენებლობა და ბათუმის სტადიონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში