„გემრიელი აჭარა“ - ასე ჰქვია ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც ტრადიციული აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა. ვიდეორგოლში ლაზური, მთიანი აჭარისა და ქობულეთის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებად ცნობილი კერძები და დესერტებია წარმოჩენილი. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კლიპის გადაღებები ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ცნობილი ქართველი შეფ მზარეულების ჩართულობით მიმდინარეობდა.