კახეთში ცოლის ძმამ სიძე მოკლა

23 დეკემბერი 2020, 13:37 868 ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლისძმამ სიძე მოკლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ნასროლი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირი - 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს",- წერია, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი