“მოსწავლეების სკოლებში დაბრუნების საკითხი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე - ჩხენკელი 

22 დეკემბერი 2020, 14:39 17339 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა,  რომ რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური და ონლაინსწავლება, ვერანაირად, ვერაფერი, ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახებში და საუნივერსიტეტო აუდიტორიებში.

“მოსწავლეების სკოლებში და სტუდენტების უნივერსიტეტებში დაბრუნების საკითხი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. როგორც კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, როგორც კი ჯანდაცვის სფერო მწვანე შუქს აგვინთებს იგივე მობილობის თვალსაზრისითაც, მოსწავლეები რასაკვირველია დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები - აუდიტორიებში.

ჩემი ღრმა რწმენით, რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური და ონლაინსწავლება, ვერანაირად, ვერაფერი, ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახში და საუნივერსიტეტო აუდიტორიებში. ამას გეუბნებით როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, კარგად ვიცი ეს ამბავი. იმ პედაგოგიურ ენერგიას, რომელიც სუფევს საკლასო ოთახში და აუდიტორიაში, ვერაფერი ჩაანაცვლებს. საკლასო ოთახი და აუდიტორია არის ბუნებივი პროცესი, სადაც სწავლების პროცესი უნდა წარიმართოს.

როგორც კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ცხადია, მოსწავლეები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და უნივერსიტეტში - სტუდენტები. ჩვენი მხრივ, ვიძლევით სრულ გარანტიას, რომ სკოლებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება დაცული უმაღლეს დონეზე“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი