არ ვიაროთ მაღაზიებში - ამირან გამყრელიძე

22 დეკემბერი 2020, 14:06 1328 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მიმართავს, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ თავი შეიკავონ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში მისვლისაგან. 

''ვთხოვ მოსახლოებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულ გამოწვევასთან აქვს მსოფლიოს საქმე, ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტს აქვს ყოველთვის ძალიან მკაცრი რეკომენდაციები. არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან. ეს ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ  იანვრის განმავლობაში შევამციროთ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. 

რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქების პირობებში ჩვენ გვექნება გარკვეული ზრდის ტენდენცია, მაგრამ ეს მაქსიმალურად დაბალ დონზე უნდა შევინარჩუნოთ, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს ზეწოლა ისედაც გადაღლილ მედპერსონალს, რომ მივცეთ მუშაობის და ამოსუნთქვის საშუალება'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი