''შემახე ამნისტია'' - აქცია პარლამენტთან

21 დეკემბერი 2020, 18:02 1131 ნახვა

მოძრაობა ‘’შემახეს“ საპროტესტო აქცია. მოქალაქეების ნაწილი, პატიმრების ოჯახის წევრები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ. ამბობენ, რომ ამ პროცესს წლებია ელოდებიან. "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი სავარაუდოდ ამ კვირაში დაიწყებს.

თუკი კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს იგი   ასეულობით პატიმარს შეეხება, ძალაში კი  გაზაფხულამდე უნდა შევიდეს.  ამნისტიის კანონპროექტში ძირითადად აქცენტი გაკეთებულია არაძალადობრივ დანაშაულზე, არის ნაკლებად მძიმე დანაშაულებიც, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება დამატებითი წინაპირობების გათვალისწინებაც, როგორიცაა დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება, ან მათი თანხმობა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი