შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მაქსიმალური სიფრთხილით მივიღებთ - საკოორდინაციო საბჭო 

21 დეკემბერი 2020, 11:40 879 ნახვა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებით, 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების  მიზანშეწონილობაზე მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, ეპიდემიოლოგებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. 

„ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. შესაბამისად, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამაში ყოველდღიურად იხდის. ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება გაცხადებული, მიიღება მაქსიმალური სიფრთხილით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი