კანონი ამნისტიის შესახებ

21 დეკემბერი 2020, 11:37 960 ნახვა

პარლამენტის ბიუროზე განსახილველად "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი გადის, რის შემდეგაც პროცესი  კომიტეტებში გადაინაცვლებს. პროექტში არსებულ 44 საბრალდებო მუხლს, შესაძლოა  სხვა მუხლებიც დაემატოს. თუკი კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, იგი   ასეულობით პატიმარს შეეხება, ძალაში კი  გაზაფხულამდე უნდა შევიდეს.  ამნისტიის კანონპროექტში ძირითადად აქცენტი გაკეთებულია არაძალადობრივ დანაშაულზე, არის ნაკლებად მძიმე დანაშაულებიც, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება დამატებითი წინაპირობების გათვალისწინებაც, როგორიცაა დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება ან მათი თანხმობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში