ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს კოვიდ 19 დაუდასტურდა. გია კიკაბიძეს ვირუსი გეგმიური შემოწმების დროს გამოუვლინდა. მას არც სიმპტომები და ჯანმრთელობის მხრივ არც გართულებები აღენიშნება.
გასულ 24 საათის განმავლობაში ქევაყანაში კორონავირუსის 1 731 შემთხვევა დადასტურდა, აქედან აჭარაში 142. სულ ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კოვიდ-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. ამ დროისთვის ისევ უცნობია შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან.