სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით 36 წლის კაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თერჯოლაში მოქალაქეს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4 050 ლარი გამოსძალა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
.