კორონავირუსმა საქართველოში კიდევ 53 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

19 დეკემბერი 2020, 15:25 830 ნახვა

19 დეკემბრის მონაცემებით: საქართველოში კორონავირუსის 3 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 197 აჭარაში, რაც ბოლო დღეებთან შედარებით დაბალი ნიშნულია. ქვეყანაში გარდაიცვალა — 53 ადამიანი, მათგან სამი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რეგიონში 42 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ქვეყანაში დღემდე ჯამში 207 ათასამდე ინფიცირებული რეგისტრირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში